გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის მერიაში ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ყოფილი კინოკლუბის შენობის აღდგენის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

6-12-2021

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, GIZ-ის პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში, მერიის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ყოფილი კინოკლუბის ამორტიზირებული შენობის დემონტაჟისა და შემდგომ მისი აღდგენის კოცეფციის საჯარო განხილვა მოეწყო.


კონცეფცია მერიის მიერ დაქირავებულმა კონსულტანტებმა შეიმუშავეს. აღნიშნული დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს განსაზღვროს ყოფილი კინოკლუბის შენობის მომავალი დანიშნულება და მისი არქიტექტურული იერსახე. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.


„ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ყოფილი კინოკლუბის ამორტიზირებული შენობა სამომავლოდ ახალ სიცოცხლეს დაიბრუნებს. ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება გვეხმარება, რისთვისაც ორგანიზაციას დიდ მადლობას ვუხდი. შენობის არქიტექტურული იერსახისა და მისი მომავალი ფუნქციის შესახებ კონცეფცია დარგის სპეციალისტებმა შეიმუშავეს და ის საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ GIZ-ის პროგრამის დახმარებით, სოფელ ჯავშანიანში არსებული ყოფილი სკოლის დემონტაჟიც მოხდება და შენობა აღდგენის შემდეგ, სოფლისთვის საჭირო ფუნქციას შეიძენს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930