Credit Suisse-ს ყოფილ ბანკირს ბრალად თაღლითობა და კლიენტების ხელმოწერების გაყალბება ედება. ბანკირმა ბიძინა ივანიშვილი 152 მილიონი დოლარით აზარალა, აქედან 30 მილიონი ფრანკი კი მას პირად მოგებად დარჩა. ყოფილი ბანკირი პატრის ლესკაუდრონი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერის გარდა, რუსი ბიზნესმენის ვიტალი მალკინის ხელმოწერასაც აყალბებდა. ის წლების განმავლობაში კლიენტების 1, 6 მილიარდი დოლარის ქონებას უწევდა მენეჯმენტს, მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილის და რუსი ბიზნესმენის ქონებაც.
გავრცელებული ცნობით, 2006 წელს, ფინანსურმა მრჩეველმა თავისი კლიენტებისთვის, უძრავი ქონების აქციების დამატება დაიწყო. ამ მიზნით, მან შვილობილი ანგარიშები შექმნა, რომლის შესახებაც მისი კლიენტები ინფორმირებულები არ იყვნენ.
ფინანსური კრიზისის დროს, უძრავი ქონების დეველოპერი Meinl-ის ბირჟა ჩამოიშალა. ლესკადრონმა ნაცვლად იმისა, რომ დანაკარგი ეღიარებინა, ანგარიშის შევსება ბიძინა ივანიშვილის ფულით დაიწყო. დაახლოებით 100 მილიონის გადარიცხვა მოახდინა სხვა კლიენტების ანგარიშებზე. ივანიშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ თანხის გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა.
ახლახან გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, ბიძინა ივანიშვილი თავის ფინანსურ ზარალს აინაზღაურებს.