გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი შოთაძემ სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

31-12-2017

მთავარმა პროკურორმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან მამუკა ვასაძესთან, გიორგი გაბიტაშვილთან, გიორგი ბადაშვილთან და გიორგი გოგაძესთან ერთად წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა.

სტუმრებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დამდეგი 2018 წელი მიულოცეს და პროკურატურის თანამშრომლების მიერ შეძენილი საჩუქრები - საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასურსათო პროდუქტი, სათამაშოები და ტკბილეული გადასცეს.

წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებმა მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს მადლობა გადაუხადეს და საზეიმო წარმოდგენა გამართეს.

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს არაერთხელ ესტუმრნენ და მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031