გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლისათვის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის კუთვნილი „სადარბაზო საათი" შეიძინა

7-12-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამუზეუმო ფონდების უნიკალური ექსპონატებითა და ხელოვნების ნიმუშებით შევსებას აგრძელებს.


ამჯერად, კულტურის ისტორიის მუზეუმის (ხელოვნების სასახლე) სამუზეუმო ექსპონატთა შემსყიდველი კომისიის გადაწყვეტილებით, მუზეუმმა კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში, ე. წ. „სადარბაზო საათი" შეიძინა, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ქართველ მხედართმთავარსა და გენერალს, გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნოდა.


საათის უკანა მხარეს არსებული დამღა ადასტურებს, რომ ის XIX დასასრულს გერმანიაში, კერძოდ ბერლინშია დამზადებული (მწარმოებელი სამეფო კარის ოსტატი G. Ellinghausen). ნივთი საქართველოში რუსეთის არმიის გენერალს, ლიტერატორ კონსტანტინე მამაცაშვილს ჩამოუტანია, რის შემდეგაც ის ჯერ გენერალ მაზნიაშვილს მიუღია საჩუქრად, შემდეგ კი ნივთი თბილისელ მოქალაქეებს შეუძენიათ.


„სადარბაზო საათი" წითელი ძვირფასმერქნიანი ხისგან არის დამზადებული. საათის მექანიზმი მუშაა და უახლოეს მომავალში ის ხელოვნების სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში დაიდებს ადგილს.


კულტურის სამინისტროს მიერ მუზეუმებისთვის ექსპონატების შეძენა მიმდინარე წლის ივლისის თვიდან ეტაპობრივად ხორციელდება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია სრულად მიეწოდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30