გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: თავი დაანებონ ამ ქვეყნის რყევისა და შეჯანჯღარების დაუსრულებელ მცდელობებს

9-12-2021

შესარიგებელიც არაფერია, როგორც ერთ ადამიანს, გულწრფელად ასე მგონია. თავი დაანებონ ტყუილებს, რაღაცების მოგონებას და მერე ამ მოგონილი ამბებით ვითომ სიბრაზის დემონსტრირებას. თავი დაანებონ ამ ქვეყნის რყევისა და შეჯანჯღარების დაუსრულებელ მცდელობებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


მისი თქმით, შერიგებას არაფერი უდგას წინ მაშინ, როდესაც ადამიანი თავის საქციელს სახელს დაარქმევს.


„შერიგებულები ვართ, დავლაგდებით, მაგრამ არა ისე, რომ დამნაშავე გამოვუშვათ ციხიდან. დამნაშავემ თავისი უნდა მიიღოს. იმ დამნაშავემ თქვას, რომ ეს დავაშავე. შეიძლება მერე სასამართლომ ან პროკურატურამ, არ ვიცი, ვისაც ეს ევალება, გაითვალისწინოს ეს და შეუმსუბუქოს სასჯელი, პირობითად ვამბობ, მაგრამ ეს მათი საქმეა. შერიგებას არაფერი უდგას წინ მაშინ, როდესაც ადამიანი თავის საქციელს სახელს დაარქმევს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31