გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ალექსანდრე ისკანდერიანი: საქართველომ ნატოში გაწევრიანება მოისურვა და თბილისიდან 30 კილომეტრში რუსული ტანკები მიიღო

8-06-2018

რუსული გაზეთის «КоомерсантЪ»-ის სპეციალური კორესპონდენტი ვლადიმერ სოლოვიოვი ესაუბრება ერევნის ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის - კავკასიის ინსტიტუტის დირექტორს ალექსანდრე ისკანდერიანს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებისა და საქართველოს დასავლური საგარეოპოლიტიკური ვექტორის შესახებ, რომელმაც, სომეხი პოლიტოლოგის აზრით, ქართველ ხალხს პრობლემების მეტი არაფერი მოუტანა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ალექსანდრე ისკანდერიანის ინტერვიუდან:


- სომხეთში ყოველი პოლიტიკოსი განწირულია იმისათვის, რომ იყოს თუ პრორუსი არა, რუსეთთან კარგი ურთიერთობა მაინც ჰქონდეს?


- დიახ, მხოლოდ ასე. სომხეთისაგან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას ნურავინ ნუ ელოდება: ასეთი რამ არ იქნება. ჩვენს პოლიტიკოსები პრორუსები არ არიან, მათ ვერ უწოდებ პრორუსებს, მაგრამ სომხეთი საკუთარ თავს იმის ნებას არ მისცემს, რომ რუსეთთან დაპირისპირება დაიწყოს. რომელიმე ახალი მთავრობა და გუნდი კი არა, არამედ თვითონ სომხეთის სახელმწიფო. აი, შეხედეთ ნიკოლ ფაშინიანს: პირველი ვიზიტი - ყარაბაღში, მეორე - რუსეთში, მესამე - საქართველოში. შემდეგ - ევროპა. გაგრძელდება ურთიერთობის გაფართოება ევროპასთან.


საერთოდ, სომხეთის პოლიტიკა 1990 წლიდან პროდასავლური იყო. გავიხსენოთ პირველი მთავრობები - ვაზგენ მანუკიანი, ლევონ ტერ-პეტროსიანი... ისინი ლიბერალები იყვნენ, გამოდიოდნენ იმისათვის, რომ სომხეთი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გამხდარიყო. ისინი ყველაფერში შეიძლება დაადანაშაულო, მაგრამ არა პრორუსულობაში... ისინი იარაღს რუსეთისაგან იღებდნენ, ფულს დასავლეთისაგან. უბრალოდ, ომი მიდიოდა და შესაბამისი პოლიტიკა უნდა გაეტარებინათ. შემდეგ მოვიდა რობერტ ქოჩარიანი. იგივე პოლიტიკა გააგრძელა. სიტუაცია არ შეცვლილა სერჟ სარგსიანის დროსაც. ჩვენს პოლიტიკას უკვე ტრადიცია განაპირობებს.


ჩვენს გვერდით სხვა მაგალითებიც არის. ყველაზე ნათელი - საქართველოა. 2008 წლის აპრილში ნატოს სამიტზე ბუქარესტში საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის ემზადებაო. სამი თვის შემდეგ კი, აგვისტოში, რუსეთის ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრში შეჩერდნენ და პრინციპში, ახლაც იქ დგანან. როგორ Sეიძლება ამ ყველაფერს სომხეთიდან შეხედო? გმადლობთ, არ გვჭირდება. ჩვენ სამხრეთ კავკასიის და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ერთადერთი ქვეყანა ვართ (ბელარუსის გარდა), რომელიც თავის ტერიტორიას აკონტროლებს.





წყარო: «КоммерсантЪ» (რუსეთი)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930