გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
სააკაშვილს ვურჩევდი, ქართველ ხალხს პატიება სთხოვოს, მას ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება - ედუარდ შევარდნაძე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

10-12-2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დანაშაულებრივი რეჟიმის შემქნელად მოიხსენიებდა და მას სინანულისკენ მოუწოდებდა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:


"სააკაშვილს ვურჩევ, თავის ცოდვებსა და შეცდომებზე ისაუბროს და პატიება სთხოვოს ქართველ ხალხს, მას ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.


იყო დრო, როდესაც სააკაშვილს ვენდობოდი, მაგრამ მის გამო დღეს ბოდიშის მოხდა მიწევს. მისი, როგორც ყოფილი პრეზიდენტის შეფასება ერთადერთია - საქართველოს ისტორიაში ყველაზე დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედი და ლიდერი.


მისი მმართველობის შედეგები იმდენად მძიმეა, რომ ყველაფრის გამოსწორებას, ქვეყნის ფეხზე დაყენებას დრო დასჭირდება.


რაც შეეხება იმას, რომ მის კარიერულ წინსვლას ხელი შევუწყვე, ეს მართალია, არ უარვყოფ, მაგრამ გარწმუნებთ, მის პრეზიდენტობაზე არც მიფიქრია, მე უფრო ჟვანიაზე ვფიქრობდი" - განუცხადა ედუარდ შევარდნაძემ გამოცემას.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031