გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან

10-12-2021

 საქართველოს ბანკი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქთან“ პარტნიორობას წარმატებით აგრძელებს.  თანამშრომლობის ფარგლებში,12 დეკემბერს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.


„ნაკადულის“ ოთხ ნომინაციაზე წარდგენილია 2020 წელს გამოცემული 13 წიგნი, რომელთა შორისაც გამარჯვებულებს, საუკეთესო პროზაული, პოეტური, ილუსტრირებული და საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნის ნომინაციებში გამოავლენენ.


გასული წლის საუკეთესო წიგნებს სპეციალურად შერჩეულიჟიური დაასახელებს. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული პრიზსა და 2500 ლარიან ფულად პრემიას მიიღებს.


სპეციალურად საბავშვო წიგნის ფესტივალსა და „ნაკადულის“ დაჯილდოებაზე დასასწრებად, თბილისს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საბავშვო წიგნისა და ილუსტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰენდრიკ ჰელიგე ეწვევა.


პრემია „ნაკადულის“ მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.


თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებული თბილისის საბავშვო წიგნის პირველი ფესტივალი  „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, 12 დეკემბერს  გაიმართება.


თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალში საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას. ფესტივალზე მისულ სტუმრებს საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე სპეციალური ფასდაკლებებს შესთავაზებენ. წიგნების გარდა, შესაძლებელი იქნება სათამაშოებისა და სხვადასხვა სახის გასართობ-საგანმანათლებლო პროდუქციის შეძენაც.


ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებს წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული და საინტერესო აქტივობები ელით. როგორიცაა: ილუსტრაციის ხატვისგაკვეთილები, თითებისთეატრისწარმოდგენა, ზღაპრების კითხვა, კონცერტი და სხვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031