გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკ ბერესფორდი: მოუთმენლად ველი მომავალ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიას

10-12-2021

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნიკ ბერესფორდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში"ეხმაურება.


ნიკ ბერესფორდი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე უთანასწორობის შემცირების და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.


"მოხარული ვარ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. განვიხილეთ უთანასწორობის შემცირების და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის საკითხები. მოუთმენლად ველი მომავალ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიას",-წერს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30