11-12-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ქალაქ ქობულეთში, მოქალაქეს, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, სპეციალურად მოწყობილ, დახურული ტიპის შენობა-ნაგებობაში ჰქონდა განთავსებული.
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
2021წლის ნოემბრის თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 6 ერთეული არარეგისტრირებულისახერხი საამქროს დემონტაჟი განხორციელდა. ამავე პერიოდში, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი და 1 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა.
16-11-2024
16-11-2024