8-06-2018
ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალზე ჯომარდობის დროს სამი ტურისტი დაიღუპა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე ეძებენ მეოთხე ტურისტს.
შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მდინარეზე 6 ტურისტი იმყოფეობოდა. ტურისტები უკრაინიდან იყვნენ ჩამოსულები.
ადგილზე არიან სამაშველო სამსახურის ბრიგადები და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მეოთხე გარდაცვლილი ნავის მეპატრონეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ჯომარდობა, ანუ "რაფტინგი" სპორტის პოპულარული სახეობაა, ჯომარდობისმოყვარულებს მთის მდინარეებზე გასაბერი ნავით დაშვებისას სხვადახვა სახის წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ.