გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხიელ ჩხენკელი: ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გასამკაცრებელია

9-06-2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებულები მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად ექიმებისგან მიიღო.


მინისტრმა პირველ რიგში გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებული ბავშვებისთვის, მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის.


მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ექსკურსია თვითორგანიზებული იყო, მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ ცალსახად გასამკაცრებელია ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები. გასაძლიერებელია მუშაობა როგორც ესკორტის მიმართულებით, ასევე იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ექსკურსიებს ახორციელებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930