გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ძალიან ძნელია შერიგება ადამიანთან, რომელიც ქურდი და მკვლელია და აქეთ გიწოდებს ქურდსა და მკვლელს

16-12-2021

ძალიან ძნელია შერიგება ადამიანთან, რომელიც ქურდი და მკვლელია. კიდევ უფრო რთულია ისეთ ქურდთან და მკვლელთან შერიგება, რომელიც შენ გიწოდებს ქურდსა და მკვლელს. დღეს ეს მოვისმინეთ სააკაშვილის განცხადებაში. არა მხოლოდ სააკაშვილის, სხვების განცხადებებშიც. როდესაც ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, შერიგება წარმოუდგენელია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


„იმის გასაღები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სულ ქუჩაში არ გარბოდეს, მე მხოლოდ ერთი რამ მგონია. რომ გადავხედოთ მათ ისტორიას, როდესაც „ნაცმოძრაობა“ მოღონიერდებოდა ხოლმე, მაშინვე ექმნებოდა საფრთხე ქვეყნის სტაბილურობას და სიტუაცია ირეოდა. არაერთი ასეთი ეპიზოდი გვახსოვს 9 წლის განმავლობაში. როგორც კი „ნაცმოძრაობა“ სუსტდებოდა, ქვეყანა წელში იმართებოდა და სტაბილურობას აღარა ემუქრებოდა საფრთხე. რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“ მით მეტად დამშვიდდება ჩვენი ქვეყანა. ეს არის რეალურად სიმშვიდის გასაღები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი დასუსტებისთვის და ეს პროცესი მიდის. ტენდენცია კარგია, მთავარია მეტად შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930