გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან შეხვედრაზე გლობალური მდგრადობის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ

16-12-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაური წერს, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე გლობალური მდგრადობის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების საკითხები, ასევე საქართველოს მიზანი განიხილა, ჩამოყალიბდეს განახლებადი ენერგიის და ელემენტების მწარმოებელ ცენტრად.


„აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფარგლებში საქართველოს დიდი ხნის მეგობარს, მაროშ შევჩოვიჩს შევხვდი. გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა საქართველოს მიზანი, ჩამოყალიბდეს განახლებადი ენერგიის და ელემენტების მწარმოებელ ცენტრად. ასევე, ვისაუბრეთ გლობალური მდგრადობის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031