გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ მინისტრის ახალი ინიციატივა შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების თაობაზე

16-12-2021

ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიმართულებები სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით პირველ რიგში, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობა და მეტი დასაქმების უზრუნველყოფაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივა შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანების საჯარო სამუშაოებზე დასაქმების თაობაზე.


„ეს არის პროექტი, რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების, მათ შორის, პოლონეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, უნგრეთის წარმატებულ გამოცდილებას და დადებით მოტივაციას გაუჩენს სოციალურად დაუცველ, შრომისუნარუიან ადამიანებს, რათა იმუშაონ და სოციალური შემწეობის გარდა, მასთან ერთად, შრომის ანაზღაურებაც მიიღონ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930