გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: დღეს ახლოს ვართ ქვეყნის გაზიფიკაციის 93 პროცენტიან ნიშნულთან და ჩვენი რელიეფის ქვეყნისთვის ეს მართლაც დიდი სახელმწიფო ინვესტიციაა

16-12-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათი"-ს ფორმატში გამოსვლისას ენერგეტიკის დარგში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. ნათია თურნავას ინფორმაციით, 2022 წელს გაგრძელდება ახალი პროექტები ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის: მოსალოდნელია 10 ახალი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა - დაახლოებით 30 მგვტ დადგმული სიმძლავრით; ეს არის 120 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია.


„ასევე იგეგმება ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დაწყება. დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის მწვანე წყალბადის გამოყენების მიმართულებით. მისასალმებელია, რომ ჩვენ ვართ ამ კუთხით წინა ხაზზე და საქართველო არის ის ადგილი, სადაც ამ ტექნოლოგიების პილოტირება პირველად ხვდება ჩვენს რეგიონში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, აქტიური მიდგომები დაიწყება საქართველოში ენერგოეფექტური მიდგომების დასანერგად. ასევე გაგრძელდება გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა, რომლის თანახმადაც განხორციელდება 17,406 ოჯახის გაზიფიცირება 107 დასახლებულ პუნქტში.


„შეგახსენებთ, რომ 2019-2021 წელს გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა ჯამში 384 დასახლებულ პუნქტში, დამატებით 88,363 აბონენტისთვის. ხოლო 2022-2024 წლებში განხორციელდება 39,698 ოჯახის გაზიფიცირება 244 დასახლებულ პუნქტში. საერთო ჯამში სულ 2019-2024 წლების გეგმებით დამატებით ბუნებრივი გაზი მიეწოდება 128,061 პოტენციური აბონენტს 628 სოფელში. ასეთი მასშტაბური გაზიფიკაციის მაგალითი იშვიათად მოიპოვება ევროპულ სახელმწიფოებში. ჩვენ დღეს ახლოს ვართ 93 პროცენტიან გაზიფიკაციის ნიშნულთან და ჩვენი რელიეფის ქვეყნისთვის ეს მართლაც არის დიდი სახელმწიფო ინვესტიცია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031