გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: რეკორდულია ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის განსაზღვრული 2022 წლის ბიუჯეტი, რომელმაც 3.3 მილიარდი ლარი შეადგინა

18-12-2021

რეკორდულია ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის განსაზღვრული 2022 წლის ბიუჯეტი, რომელმაც 3.3 მილიარდი ლარი შეადგინა ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, 2021 წელს გაიხსნა იმერეთის და რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი ახალი გზა, რომელმაც თბილისიდან ონამდე ჩასვლა მხოლოდ 3 საათში გახადა შესაძლებელი და საგრძნობლად გაზარდა რეგიონის ვიზიტორთა რაოდენობა.


„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას. მე მინდა გითხრათ, რომ აქაც რეკორდული ბიუჯეტი იქნება. წელს ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებას. მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში დავიწყეთ ურბანული განახლების პროგრამები, რომელშიც პირველ ეტაპზე იხარჯება დაახლოებით 500 მილიონი ლარი და ჩვენ ამ პროექტს დავასრულებთ უახლოეს რამდენიმე თვეში. ბიუჯეტი იქნება მთლიანად 3.3 მილიარდი ლარი, რაც 16%-ით მეტია, ვიდრე იყო წელს და 28%-ით მეტია, ვიდრე იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთელი ბიუჯეტი 2020 წელს. ასევე მინდა გითხრათ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის კიდევ 50 კმ შევა ექსპლუატაციაში, რის შედეგადაც გადაადგილების დრო კიდევ 20 წუთით შემცირდება. აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის დასრულების შემდგომ კი, ყველა მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, მგზავრობის დრო განახევრდება და 8 საათის ნაცვლად, წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობა დაახლოებით 4 საათში იქნება შესაძლებელი. ასევე მინდა ვთქვა, რომ წელს ძალიან მნიშვნელოვანი გზებიც გავხსენით. ეს იყო იმერეთის და რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი ახალი გზა, რომელმაც თბილისიდან ონამდე ჩასვლა მხოლოდ 3 საათში გახადა შესაძლებელი და უკვე საგრძნობლად გაზარდა რეგიონის ვიზიტორთა რაოდენობა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, უწყვეტად მიმდინარეობს წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები და 4 წელიწადში ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება.


„უწყვეტად მიმდინარეობს წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები. ამჟამად 150 დასახლებაში მიმდინარე პროექტებით 360 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. აქედან 200 000 ადამიანს არასდროს ჰქონია წვდომა წყალმომარაგებაზე. 4 წელიწადში ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930