გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: პროფესიულ დღეს ვულოცავ საჯარო მოხელეებს, 2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის 10-პროცენტიანი ზრდის გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მომდევნო წლების ტენდენცია

19-12-2021

მინდა, პროფესიული დღე მივულოცო საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან თავიანთ საქმეს, მუდამ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები და უდიდეს როლს ასრულებენ თანამედროვე, დასავლურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაშია ნათქვამი.


მთავრობის მეთაური საჯარო მოხელეებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მათი მხარდაჭერა ხელისუფლების პრიორიტეტია.


„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს. სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი სახელმწიფოს უწყვეტი და ქმედითი ფუნქციონირების საყრდენი, ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. 2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის 10-პროცენტიანი ზრდის გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და, რაც ყველაზე მნიშნველოვანია, ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მომდევნო წლების ტენდენცია. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია პროფესიული საჯარო მოხელე, როგორც ინსტიტუტი, მომავალში გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და კონკურენტული. კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს თითოეულ საჯარო მოხელეს, ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930