გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა

20-12-2021

დღეს სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა.


ამასთან დაკავშირებით მის მშობლიურ სოფელ ზემო ხანდაკს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, ტარიელ შარიფაშვილის ყოფილი თანამებრძოლები და საზოგადოების წარმომადგენლები ეწვივნენ.


მამის ხსოვნას პატივი მიაგო თამარ შარიფაშვილმა და იქ მყოფებს მადლობა გადაუხადა ტარიელის ხსოვნისა და პატივისცემისათვის.


პოლკოვნიკის სახელის უკვდავსაყოფად სოფელ ზემოხანდაკში ტარიელ შარიფაშვილის ბიუსტი და საფლავი გვირგვინით შეამკეს და ბრძოლის ეპიზოდები გაიხსენეს.


ტარიელ შარიფაშვილი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. იგი ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე გვარდიის კასპის ბატალიონთან ერთად ცხელ წერტილებში იბრძოდა საქართველოს მთავრობამ სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მშობლიური სოფლის ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას. სოფლის ცენტრში მოეწყო მისი სახელობის სკვერი, სადაც განთავსებულია მისი ბიუსტი. ტარიელ შარიფაშვილის სახელობის ქუჩაა ქალაქ კასპშიც.


2019 წელს კასპის მუნიციპალტეტის მერიამ დააწესა ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია, რომელსაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული სტუდენტები იღებენ.


ტარიელ შარიფაშვილს დღეს 61 წელი შეუსრულდებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930