20-12-2021
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ ძალისხმევას სომხეთსა და საქართველოს შორის უკეთესი და ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ მიმართავენ.
„სასიამოვნოა, რომ ჩემი კოლეგისა და მეგობრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თბილისში ნახვის შესაძლებლობა მომეცა. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას სომხეთსა და საქართველოს შორის უკეთესი და ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ მივმართავთ",- წერს ნიკოლ ფაშინიანი.
16-11-2024
16-11-2024