გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 31, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
თეა წულუკიანს ხელქვეითი მამაკაცის მიმართ "სექსუალურ გამოძალვაში" ადანაშაულებენ

11-06-2018

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ხელქვეითი მამაკაცის მიმართ "სექსუალურ გამოძალვაში" დაადანაშაულეს.


წულუკიანის დადანაშაულება ტელეკომპანია "იბერია"-ს პირდაპირ ეთერში ვალერი გრიგალაშვილის მიერ მოხდა.


"წულუკიანს თანამდებობაზე ყოფნის დროს ფაქტიურად არაფერი არ გაუკეთებია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თავისი პირადი ცხოვრება მოიწყო და გათხოვდა. მან მხოლოდ ეს გააკეთა, თუ ამას საქმის გაკეთებას დავარქმევთ. და ესეც დანაშაულებრივად მოხდა, ვინაიდან, მსოფლიოს ისტორიაში არ არსებობს იუსტიციის მინისტრი, რომელიც თავის ხელქვეითთან ოჯახს შექმნის.


ეს განცხადება არ არის პირად ცხოვრებაში შეჭრა, რადგან, როდესაც საქმე ეხება მინისტრს, ეს არის სქესობრივი გამოძალვა, როდესაც მინისტრი თავის ხელქვეითთან სქესობრივ კავშირს ამყარებს, მიუხედავად იმისა, ქალია ის თუ კაცი. ეს იურისპრუდენციის ანაბანაა და თეა წულუკიანი ყოველივე ამის შემდეგ სამშობიაროდან უკან (თანამდებობაზე (რედ.) აღარ უნდა დაბრუნებულიყო "-განაცხადა გრიგალაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031