გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგენის ღონისძიება გახსნა

22-12-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაპროფესიული უნარების სააგენტოს წარდგენისღონისძიება გახსნა, რომელიც სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივიინიციატივით,საჯარო-კერძოპარტნიორობისფორმატში დაფუძნდა.


მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.


მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი გუნდი ყოველთვის დიდ ნაბიჯებს დგამდა პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღევანდელი დღე გამორჩეულად წინგადადგმული ნაბიჯია განვითარებისკენ, ვინაიდან სრულიად შეიცვალა დამოკიდებულება უნარებისადმი, გვაქვს ახალი სტრატეგია, ახალი მიზნებითა და გამოწვევებით და სისტემის მართვის ჭეშმარიტად ინოვაციური მოდელი. ბევრი ქვეყნისთვის ამგვარი თამამი ნაბიჯების გადადგმა დიდი გამოწვევაა.


ჩვენმა გუნდმა გაატარაკერძო სექტორთან თანასწორი პარტნიორობის პოლიტიკა. უფრო მეტიც, ამ პარტნიორობის ქმედითი სისტემა შექმნა.


მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებას, განათლების სხვა დარგებთან შედარებით, ეკონომიკური ბუნება აქვს. შესაბამისად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა და უნარების პოლიტიკის შექმნისა და დანერგვის პროცესში პასუხისმგებლობის გაზიარება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. უნარების ეკოსისტემის მართვის ამგვარი მოწყობა გაზრდის არა მხოლოდ ჩვენი მომავალი პროფესიონალების მომზადების ხარისხს, არამედ ბევრად უფრო მჭიდროდ დააკავშირებს განათლებას ეკონომიკის დღეს არსებულ და მოსალოდნელ მოთხოვნებთან.


რა თქმა უნდა, რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანია კოლეჯების, სასწავლო საწარმოებისა და უნარების სხვა მიმწოდებელთა როლი. უნარების სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა მათი გაძლიერება და ხელშეწყობა იქნება, ვინაიდან მხოლოდ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლებლები შეძლებენ იმ ამბიციური მიზნების მიღწევას, რაც ყველამ ერთად დავსახეთ.


მსურს, ყველას მოგილოცოთ Erasmus+ პროგრამის პროფესიული განათლების კომპონენტის გახსნა და მადლიერება გამოვხატო ევროკავშირის მიმართ ამ შესაძლებლობისთვის. რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სისტემის ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, პროფესიული განათლების სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან უცხოელი მასწავლებლები, რაც საერთაშორისო სტანდარტით სწავლებას შეუწყობს ხელს.


ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს პოლიტიკა და მომდევნო წლიდან დაგეგმილი პროექტები სრულ თანხვედრაშია საქართველოსპრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისკიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივასთან, რომელიც სოციალური კეთილდღეობის სისტემის რეფორმის განხორციელებას გულისხმობს“.


სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს კერძო სექტორიდან – სავაჭრო სამრეწველო პალატას და ყველა ბიზნეს გაერთიანებას თანამშრომლობისთვის, უნარების სააგენტოს დაფუძნებაში შეტანილი წვლილისა და სააგენტოს საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის.
მინისტრმა ასევე დიდი მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს უნარების სააგენტოს დაფუძნებაში შეტანილი წვლილისათვის, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამასა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისს, რომელთაც 2018 წლიდან დაიწყეს მოწყობის ახალი მოდელის კვლევა და დამუშავება ჩართულ მხარეებთან ერთად და დღემდე აქტიურად უჭერენ მხარს აღნიშნულ პროცესს.


მიხეილ ჩხენკელმა ასევე გამოყო აზიის განვითარების ბანკის წვლილი, რომლის მხარდაჭერით უნარების სააგენტოს გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტებით. გარდა ამისა, ხაზგასმით აღნიშნა თანამშრომლობა გერმანიის მთავრობასთან და გერმანიის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, რომელმაც სააგენტოს დაფუძნებამდე დაიწყო მისი მხარდაჭერა კვალიფიკაციების განვითარების, დუალური პროფესიული განათლების დანერგვისა და სხვა მიმართულებებით.


მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადაქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორსა და საქართველოში პროფესიული განათლების დიდ გულშემატკივარს, ამერიკის მთავრობასა და აშშ-ს საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (USAID) მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს როლი და ფუნქცია იქნება საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის გაუმჯობესებას, შრომის ბაზართან დაახლოებასა და ეფექტიან კოორდინაციას.


სააგენტოს შექმნას წინ უსწრებდა კვლევები და ხანგრძლივი კონსულტაციები საქართველოში მოქმედ დამსაქმებელთა გაერთიანებებთან. სწორედ საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი ინიციატივისა და ინოვაციურობის გამო, პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ აღიარებულია საუკეთესო პრაქტიკად.


ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930