გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1-ლი იანვრიდან 10 იანვრანდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდა

22-12-2021

საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი., - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.


მისი თქმით, კერძო სექტორს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება და იგივენაირად უქმედ გამოაცხადოს 1-დან 10 იანვრამდე პერიოდი.


„სკოლებში არის არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით და ამასთან დაკავშირებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს. კერძო სექტორს შეუძლია თავისით მიიღოს გადაწყვეტილება და იგივენაირად უქმედ გამოაცხადოს 1-დან 10 იანვრამდე პერიოდი. სხვა დამატებითი შეზღუდვა დაწესებული ამ მომენტისთვის არ არის და საბჭოს სხდომაზე არც შემსუბუქებების შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930