გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის ახალი მუზეუმი ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2022"-ის ფინალურ ნომინანტად დასახელდა

22-12-2021

ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის – ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2022" ფინალურ ნომინანტად დასახელდა. კონკურსთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ბოლნისის ახალ მუზეუმში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და საყდრისის კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.


დავით ლორთქიფანიძემ სტუმრებს ბოლნისის ახალი მუზეუმი დაათვალიერებინა და კონკურსის მნიშვნელობასა და ბოლნისის მუზეუმის კონცეფციაზე დეტალურად ისაუბრა.


ევროპის საუკეთესო მუზეუმებს ევროპის მუზეუმების ფორუმი 2022 წლის მაისში, ესტონეთის ქალაქ ტარტუში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს.


ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით. ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31