11-06-2018
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის მმართველ გუნდს, სამართლიანობის აღდგენის ბრძოლისკენ მოუწოდებს.
სარალიძის განცხადებით, დღეს დილით დაკავებულიები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.
„ისევ და ისევ მოვუწოდებ მთელ საქართველოს და უკვე ყველა პოლიტიკურ პარტიას, ამასთანავე მმართველ გუნდსაც, გამოვიდნენ აქ და ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობის აღდგენისთვის. რაც შეეხება იმ ბიჭებს, ვინც დააკავეს, დაუყოვნებლივ დააბრუნონ თავიანთ ადგილებზე“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობასთან ზვიად კუპრავა და აქციის კიდევ 3 მონაწილე დააკავა.