გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოს მოქალაქე უკრაინიდან 13 ძველებური სამოვარისა და ისტორიული მნიშვნელობის ნივთების გატანას ცდილობდა

11-06-2018

საქართველოს მოქალაქე უკრაინიდან 13 ძველებური სამოვარისა და ისტორიული მნიშვნელობის მქონე სხვა ნივთების გატანას ცდილობდა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის კომუნიკაციების დეპარტამენტი იუწყება.

„გუშინ „ილიჩევსკის საზღვაო სავაჭრო პორტის“ გამშვებ პუნქტზე, ბათუმში მიმავალი თბომავლის გაფორმების დროს მესაზღვრეების ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთი მგზავრის, საქართველოს 37 წლის მოქალაქის ბარგმა. მესაზღვრეებმა მისი პირადი ნივთები შეამოწმეს, რის შედეგადაც 13 სამოვარი, ჩაიდანი, სანაყი და ყავადანი აღმოაჩინეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნაპოვნი ნივთები, შესაძლოა, კულტურულ ფასეულობას წარმოადგენდეს, ამიტომ სასაზღვრო სამსახურმა მათი კონფისკაცია მოახდინა და ექსპერტიზაზე გაგზავნა.
ბარგის მფლობელი საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ ძიება უკრაინის საბაჟო კოდექსის 472-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.



http://www.interpressnews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031