გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ოთხ რეგიონში ინტეგრირებული განვითარების პროგრამა განხორცილდება

27-12-2021

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ განხორცილდება.


პროგრამის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის  მიზნით, ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება დაფინანსდება. პროგრამა გულისხმობს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას.


მიზნობრივი რეგიონებიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება (გასაცემი სესხის თანხა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300,000 ლარს და არაუმეტეს 1 მლნ ლარს.


სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება წარდგენილი პროექტის (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის) ჯამური ღირებულების არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარით, ამასთან პროექტის ჯამური ღირებულების (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის) არაუმეტეს 30% უნდა მოხმარდეს სესხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას, ხოლო არაუმეტეს 30 % სესხის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურების შემდგომ გაიცემა საგრანტო დაფინანსების სახით.


პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ვერ ისარგებლებენ  პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და  სააგენტოს „აწარმო საქართველოში“ პროგრამებით.


პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31