27-12-2021
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებას დაემატა ახალი კომპონენტი. კერძოდ, პროგრამა შედგება სამი კომპონენტისაგან:
პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება, რომლის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით. აღნიშნული მოიცავს საწარმოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას; ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებას და მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქტის ლიცენზირებას.
ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა, რომლის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით. აღნიშნული მოიცავს ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება; ბრენდის ტრანსფორმაცია/ცვლილება (rebranding) და პროდუქციის შეფუთვა ბრენდის სახელმძღვანელოს (brandbook) შესაბამისად;
საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება ექვივალენტი ლარში, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის ხელშეწყობას გულისხმობს. აღნიშნულის დაფინანსების მოცულობა - 10 000 ევრო ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |