28-12-2021
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭრის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გასული წელი შეაჯამა და აჭარის 2022 წლის გაზრდილ ბიუჯეტსა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.
2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 000 მდე პირი ისარგებლებს ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით:
✓ 1 400 სტუდენტი ისარგებლებს სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით
✓ 5 000-ზე მეტი პენსიონერი შეძლებს მიიღოს მედიკამენტების შესაძენად ფინანსური დახმარება
✓ 50 000-ზე მეტი პირი ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებს
აჭარაში მცხოვრებ 12 ოჯახს რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა სხვადასხვა ფართში და ვერ ახერხებდა მის საკუთრებაში გაფორმებას, ბინები საკუთრებაში დაურეგისტრირდებათ.
16-11-2024
16-11-2024