11-06-2018
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ბიძინა ივანიშვილი თავისი მილიარდების დასაცავად მოსკოვიდან ჩამოყვანილ „ვამპირს“, გიორგი გახარიას და სუსის 100 თანამშრომელს იყენებს. რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება. „ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა, პუტინის მეთოდების გამოყენება. ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს გახარიას და სუსის 100 კაცს, რომელთაც ყოველთვიურად ხელზე უხდის ხელფასს. ნუ შეგეშინდებათ მათი! მათ არაფერი ამაგრებთ შეშინებული ხალხის გარდა.! მათი აღსასრული ძალიან ახლოა!“ - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.