გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ბექაური: ინტერნეტიზაციის პროექტს, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს ოუფენ ნეტი, კომუნიკაციების კომისიასთან ერთად ახორციელებს

28-12-2021

„საქართველოს ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში 2020 წელს მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. როგორც იცით, პროექტს Log in Georgia კომუნიკაციების კომისია „ოუფენ ნეტთან“ ერთად ახორციელებს, რომლის შედეგადაც საქართველოს 1000 სოფლის ნახევარ მილიონ მოქალაქეს მაღალი ხარისხის ფართოზოლოვან ინტერნეტზე წვდომა ექნება. მნიშვნელოვანია ის კომპონენტი, რომელზეც კომუნიკაციების კომისია ასევე მომხმარებლისთვის სერვისების გამოყენების მიმართულებით მუშაობს. კომუნიკაციების კომისია მოქალაქეებს სპეციალური ტრენინგპროგრამებით დაეხმარება განივითარონ ციფრული უნარ-ჩვევები და შეძლონ სახელმწიფოს სხვადასხვა ელექტრონული სერვისით სარგებლობა, მათ შორის ჯანდაცვის, ელექტრონული კომერციის, ფინანსური სერვისების, მეწარმეობის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით.“ - განაცხადა კახა ბექაურმა.


კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის შესახებ ისაუბრა. კახა ბექაურმა 2020 წელს პროექტის „Log in Georgia” ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და მიღებული შედეგები შეაჯამა. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული პროექტის შედეგად, საქართველოს 1000 სოფლის 500,000 მოქალაქეს ფართოზოლოვან, მაღალი ხარისხის ინტერნეტზე ექნებათ წვდომა.


შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის პროექტს, რომელსაც მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებენ, კომუნიკაციების კომისიასთან ერთად „ოუფენ ნეტი“ ახორციელებს. ინტერნეტიზაციის პროექტში კომუნიკაციების კომისია შესაბამისი სამართლებრივი და ტექნიკური გარემოს უზრუნველყოფას უზრუნველყოფს იმისთვის, რომ პროცესი ყველა მიმართულებით შეფერხების გარეშე და ეფექტიანად წარიმართოს. ინტერნეტიზაციის პროცესში „ოუფენ ნეტს“ კომუნიკაციების კომისია აწვდის იმ ზონების მონაცემებს, სადაც უნდა აშენდეს ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031