გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდ „მასდართან" ერთად ვიწყებთ საქართველოში მზის ენერგიის განვითარებას

29-12-2021

„დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდი „მასდარი" საქართველოში ერთად იწყებენ მზის ენერგიის განვითარებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს დელეგაციის დუბაიში „ექსპო-2020"-ის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ.„დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდი „მასდარი" საქართველოში ერთად იწყებენ მზის ენერგიის განვითარებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს დელეგაციის დუბაიში „ექსპო-2020"-ის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ. 


Dubai Expo 2020 - ზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR შორის შეთანხმებაზე ხელმოწერა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. შეთანხმება შეეხება საქართველოში მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივ განვითარებას. 
შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომ განვითარების მიზნით, უნდა განახორციელონ ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით. საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება კვლევების ეტაპის დასრულების შემდგომ (ხელმოწერიდან 6 თვის ვადაში). ამ მიზნით, კომპანია „მასდარმა" გამოხატა საქართველოში 100 მგვტ - მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის განვითარების ინტერესი. 


როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, „მასდარი" უდიდესი სახელმწიფო ფონდი, გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც ჩვენს რეგიონში განახლებადი ენერგიების მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ავითარებს მზის ენერგეტიკას, საკმაოდ ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის ტარიფებით. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამან საქართველოს მთავრობის ინტერესი გამოიწვია და ბოლო თვეების განმავლობაში უკვე შედგა ფონდის დელეგაციის რამდენიმე ვიზიტი საქართველოში, შეირჩა პროექტისთვის კონკრეტული ლოკაციები. 


„ახლა უკვე იწყება ერთობლივი შესწავლა, სადაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შემოვა, როგორც პარტნიორი. საუბარი შეეხება 100 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის მზის სადგურს, რომელიც განხორციელდება ამ ორი სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობით. ეს იქნება პირველი პროექტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი - ასეთივე დიდი ინტერესია გამოთქმული ფონდ „მასდარის" მხრიდან წყალში აშენებული ქარის ტურბინების პროექტების, ასევე მცურავი მზის ელექტროსადგურების მიმართ და ეს არის უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში მალე წარმოდგენილი იქნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930