2-01-2018
რუსულ გამოცემა "გაზეტა რუ"-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია 2017 წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებზე, რომლებიც ჩაიდინეს მაიკლ ფლინმა (აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა), რობერტ მუღაბემ (ზიმბაბვეს პრეზიდენტმა), კარლოს პუჩდემონმა (კატალონიის პარლამენტის სპიკერმა), ანგელა მერკელმა (გერმანიის კანცლერმა) და პეტრო პოროშენკომ (უკრაინის პრეზიდენტმა).
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ დაშვებული დიდი შეცდომა და წარუმატებელი გადაწყვეტილება იყო საქართველოს ექს-პრეზიდენტისათვის - მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა. ამ ფაქტმა დასაბამი მისცა მთელ რიგ პოლიტიკურ მოვლენებსა და პროცესებს, რომლის შედეგად დამკვირვებლებს ეჭვი გაუჩნდათ - ბოლომდე ნორმალურად დაასრულებს თუ არა უკრაინის ლიდერი თავისი პრეზიდენტობის ვადას. ხმაურიანი ბრალდებები ხშირად საპირისპირო შედეგს იწვევს. მიხეილ სააკაშვილი აქტიურად სარგებლობს ამით და პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მიზნით ახალ-ახალ მოწოდებებს ავრცელებს. უკრაინის საზოგადოება ნელა, მაგრამ მაინც რწმუნდება იმაში, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს“.