გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტში საახალწლო კონცერტი გაიმართა

30-12-2021

საახალწლო კვირეულის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ "გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში" საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლი "რაჭა", კულტურის სახლის ქორეოგრაფიული წრის აღსაზრდელები, სასცენო მეტყველებისა და საესტრადო წრის მოსწავლეები.საახალწლო კვირეულის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ "გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში" საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლი "რაჭა", კულტურის სახლის ქორეოგრაფიული წრის აღსაზრდელები, სასცენო მეტყველებისა და საესტრადო წრის მოსწავლეები.საახალწლო კონცერტს ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.


ა(ა)იპ "გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს გოჩა ენუქიძეს გაწეული ქველმოქმედებისთვის.


ღონისძიება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს და კონცერტის თითოეულ მონაწილეს დღევანდელი საღამოს გალამაზებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30