10-01-2022
2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 10 იანვარს დაიწყო და 15 იანვარს დასრულდება. მეორე ტურში 6 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას.
პროცესის მიმდინარეობას ქ. თბილისის N55 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე პირადად გაეცნო. ტესტირება მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 70-მდე საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის - X–XII კლასების შესაბამისად ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.
მესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს. ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.
16-11-2024
16-11-2024