გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო სიყვარულის მიწა - ბულგარული ჟურნალი Voyage საქართველოს შესახებ

12-01-2022

ბულგარეთის მაღალრეიტინგული გამოცემა VOYAGE საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.


სტატიის ავტორმა ვლადინა ცეკოვამ საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში გასულ წელს იმოგზაურა.


სტატიაში „საქართველო - სიყვარულის მიწა“ დეტალურადაა აღწერილი საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ქვეყნის უნიკალური ისტორია, ტრადიციები, ფოლკლორი, მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო და სტუმართმოყვარეობა. ჟურნალისტი მკითხველს ვარძიის სამონასტრო კომპლექსში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს, ასევე, მოუთხრობს სოფელ უდეში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ისტორიას.


ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბულგარეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით ბულგარეთის მაღალრეიტინგული ტელეკომპანიების, გამოცემებისა და საინფორმაციო სააგენტოების რედაქტორებსა და ჟურნალისტებს ბულგარეთში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა ქვეყნის ცნობადობის ამაღლების მიზნით 2021 წლის ოქტომბერში უმასპინძლა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930