გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე დავით ბაქრაძეს: 800 000 ლარი რომ დაუდეკლარირებელი გედო HCBS ბანკში, საიდან მოიტანე და როგორ მოიპოვე?

12-01-2022

800 000 ლარი რომ დაუდეკლარირებელი გედო HCBS ბანკში, საიდან მოიტანე და როგორ მოიპოვე?,- ასე გამოეხმაურა ესპერტი ზურაბ ქადაგიძე დავით ბაქრაძის შეფასებას ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთელისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე..


„ოცნება, შენ რა გითხარი ეს რომ ბევრს ტლიკინებს! 800 000 ლარი რომ დაუდეკლარირებელი გედო HCBS ბანკში, საიდან მოიტანე და როგორ მოიპოვე? პროკურატურაში რომ ეგდე და იხვეწებოდი დამნაშავე ვარ, არ დამიჭიროთო, დაგავიწყდა?!“,- წერს ქადაგიძე.


მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 7 წლის ვადით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930