გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამთქვამს

14-01-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ხელბურთელის, მწვრთნელის, სპორტის მოღვაწისა და პედაგოგის ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს.
მიხეილ ჩხენკელი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ხელბურთელის, მწვრთნელის, სპორტის მოღვაწისა და პედაგოგის ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს. 


ბატონი ჯანოს გარდაცვალება ნამდვილად უდიდესი დანაკლისია სრულიად საქართველოსთვის. ის გახლდათ ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი და ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენის კავალერი, მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი. 


ფასდაუდებელია ბატონი ჯანო ბაგრატიონის, როგორც პედაგოგის, ღვაწლი ახალგაზრდა თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საქმეში. ათწლეულების განმავლობაში ის ერთგულად და თავდაუზოგავად ემსახურებოდა ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდას.“ 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930