გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს მთავრობა უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის მოსკოვთან შეთანხმებული თოჯინებით

12-06-2018

საქართველოს  ექს-პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებს საკუთარი „ფესიბუკ“ გვერდის საშუალებით გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავრობის შემადგენლობაში  საკადრო ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ არა ოლიგარქის „თოჯინებით“.  

„პითონი კა ცდილობს კანი შეიცვალოს. ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა სახალხო ზეწოლის ქვეშ და ის ემზადება მთავრობის შესაცვლელად. საქართველოს "მთავრობა" აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის მორიგი (მოსკოვთან შეთანხმებული) თოჯინებით. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება სახალხო ნდობის მქონე მთავრობა, უცხოელი, სასურველია ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, სახალხო ნდობით აღჭურვილი პროკურორი (შესაძლებელია უცხოელი იურისტის მოწვევა) და ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩატარებული საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის და არა ოლიგარქის მიერ”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30