გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
გიგი წერეთელი: თუ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები ოპოზიციის მიტინგებზე დადიან, მათი გათავისუფლება ბუნებრივია

17-01-2022

"მოქალაქეთა კავშირის" ყოფილი წევრის, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრისა და "ევროპული საქართველოს"დამფუძნებლის,  გიგი წერეთლის განცხადებით, თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირი ოპოზიციის აქციებში მონაწილეობს, სამსახურიდან მისი გათავისუფლება ბუნებრივი მოვლენაა.


აღნიშნული განცხადება გიგი წერეთელმა 2012 წელს გააკეთა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში იყო და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლება ყოველდღიურ რეალობას წარმოადგენდა.


საინფორმაციო - შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს წერეთლის განცხადებიდან:


"თუკი სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები ოპოზიციის მიტინგებზე დადიან და ხელისუფლებას ებრძვიან, მათი გათავისუფლება ბუნებრივია.საჯარო მოხელეები ოპოზიციის მიტინგებზე არ დადიან" - აცხადებდა გიგი წერეთელი.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით


P.P.S. მასალის გამოყენების შემთხვევაში წყაროს მითითება აუცილებელია!!!

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031