გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2021 წელს საგარეო ვაჭრობის მოცულობა 25,6%-ით გაიზარდა

20-01-2022

გასულ, 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 315.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 4 242.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26.9 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 10 073.3 მლნ. აშშ დოლარს (25.1 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წელს, 5 831.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია.


საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (615.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (610.0 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (531.7 მლნ. აშშ დოლარი).


2021 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.1 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 823.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 028.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (864.9 მლნ. აშშ დოლარი).


საქსტატის ცნობითვე, 2021 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 815.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 477.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 456.6 მლნ. აშშ დოლარით (10.8 პროცენტი).


უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 898.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 822.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 736.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930