20-01-2022
,,წყალწაღებული ხავსს რომ ეჭიდება იმას ჰგავს გახარიას პარტია. ყველა პრინციპს და ღირებულებას ხაზი გადაუსვეს და "ნაციონალების" ოფიციალური მოკავშირეები გახდნენ.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი სააკაშვილის და გახარიას პარტიების ერთობლივ ალიანს წალენჯიხაში.
როგორც გვიდიანი წერს, ყველაფერზე მიდიან, ოღონდ რამენაირად "თამაშში დარჩნენ" და ზედაპირზე იტივტივონ. მაგრამ, უკვე გვიანია, საზოგადოებას უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს გახარიას და მისი უფერული პარტიის მიმართ.
,,ესეც ასე, დღეს წალენჯიხაში "გახარიას ნაციონალიზაცია" ოფიციალურად გაფორმდა. ყველა მოსაზრებას, რომელიც წინასაარჩევნოდ გახარიას და "ნაციონალების" სიტუაციურ მოკავშირეობაზე ისმოდა, დღეს ფაქტებით დადასტურებული პასუხები გაეცა. წყალწაღებული ხავსს რომ ეჭიდება იმას ჰგავს გახარიას პარტია. ყველა პრინციპს და ღირებულებას ხაზი გადაუსვეს და "ნაციონალების" ოფიციალური მოკავშირეები გახდნენ. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ რამენაირად "თამაშში დარჩნენ" და ზედაპირზე იტივტივონ. მაგრამ, უკვე გვიანია, საზოგადოებას უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს გახარიას და მისი უფერული პარტიის მიმართ.ისე, რჩევის სახით ვეტყოდი, ამ სამარცხვინო ცეკვა-თამაშს თავი დაანებონ, დახურული ოფისების და გაყინული ხელფასების დავალიანებები დროზე გაისტუმრონ, მერე ის ეგრეთწოდებული პარტია დაკეტონ და სახლში წავიდნენ’’ - წერს ანდრია გვიდიანი facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024