გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2021 წელს კასპის მერიის სოციალური პროგრამით 1 055 000 ლარის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 2 583 მოქალაქემ და 361 დევნილმა ოჯახმა ისარგებლა

21-01-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით ყოველწლიურად იზრდება სოციალური პროგრამის მუხლების რაოდენობა და დაფინანსება.

მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის 2021 წლის შედეგების მიხედვით კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვადასხვა კატეგორიის დაავადების მქონე მოქალაქეებს, შესაძლებლობა ქონდათ ესარგებლათ მერიის ყოველწიური სოციალური პროგრამის 33 მუხლის დახმარებით.

2021 წლის განმავლობაში მერიის სოციალური პროგრამით 1 055 000 ლარის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 2 583 მოქალაქემ და 361 დევნილმა ოჯახმა ისარგებლა.

 

დაფინანსდა:

  • ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება,
  • კიბოს წინარე დაავადებით დაავადებულთა ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება,
  • კარდიოქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება,
  • თვალის ოპერაციის და ავასტინის ინექციის თანადაფინანსება,
  • სიმსივნით დაავადებულ პირთა კვლევები და პროცედურები,
  • კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის, კოლონოსკოპიის, სცინტიგრაფიის დაფინანსება,
  • კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია, სისხლძარღვების სტენტირება და შუნტირება დაფინანსება,
  • უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა,
  • თირკმლის უკმარისობით (დიალიზი) დაავადებულ პაციენტების დახმარება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შემთხვევაში ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება,
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება,
  • მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება,
  • მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლის, დედ-მამით ობოლი ბავშვების,
  • დედ-მამით ობოლი ბავშვების, 18-წლამდე ასაკის უსინათლო შშმ, 18-წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირების საკურორტო დახმარება
  • სტუდენტებისა დახმარებ,ა
  • სააღდგომოდ სურსათით დახმარების პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის,
  • კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება,
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება,
  • ხანძრების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახის დახმარება და სხვა.

სოციალური პროგრამის მუხლთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2021 წელს დამატებულია ახალი მუხლი - ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული ოპერაციები ხერხემალსა და კიდურებზე და ამ ოპერაციებთან დაკავშირებული კონსტრუქციების დემონტაჟი.

 

2021 წლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით სოციალური პროგრამა განსაზღვრულიიყო 995 000 ლარით, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე საკრებულოს გადაწყვეტილებით თანხა გაიზარდა, რათა პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება წლის განმავლობაში ყველა პაციენტს მიიეღო. პარალელურად ვზრუნავთ სასოფლო ამბულატორიების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეც, 2021 წელში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ თელიანის სასოფლო ამბულატორიას - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930