გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, მარათონ „თბილისს“ აფუძნებს

13-06-2018

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, მარათონი „თბილისი“ დაფუძნდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


კახა კალაძის თქმით, მარათონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მარათონი 24 ივნისს, 09:00 საათზე, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდეგაიმართება.


„მინდა გაცნობოთ ახალი, ძალიან საინტერესო ინიციატივის შესახებ, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მასობრივ სპორტულ აქტივობებში მოქალაქეთა ჩართვასეხება. ესეც ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრება. ვაპირებთ, დავაფუძნოთ მარათონი „თბილისი“, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქესშეუძლია, მათ შორის, რასაკვირველია, სპორტსმენებს - ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ვისაც სურვილი აქვს. მარათონი 24 ივნისს, 09:00 საათზე, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდეგაიმართება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერმა საზოგადოებასმოუწოდა, აღნიშნულ აქტივობაში ჩაერთოს და მარათონშიმონაწილეობა მიიღოს.


„ვფიქრობ, რომ ეს კარგი ინიციატივაა. ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. მოგიწოდებთ ყველას, რომ ჩავერთოთ და ერთად ავუხსნათ, ვუთხრათ საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა თითოეული ჩვენგანისთვის. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება თითოეულ ჩვენგანს წაადგება იმ საქმიანობაში, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031