24-01-2022
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 082 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 608 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 474 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 947 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 059 392.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 13.08% ხოლო 7 დღის მანძილზე - 16.61%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 550 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 967 585.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 732 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარა - 1 352, იმერეთი - 857, ქვემო ქართლი - 282, შიდა ქართლი - 266, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 215, კახეთი -180, მცხეთა-მთიანეთი - 98, სამცხე-ჯავახეთი - 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 77 049 საიდანაც: 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 949, აჭარაში - 651, იმერეთში - 896. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 987 პირი, მათ შორის, თბილისში - 385, აჭარაში - 137, იმერეთში - 258. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 55, იმერეთში - 27. 2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 - თბილისში, 658 - აჭარაში. 70 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 30, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 23 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
16-11-2024
16-11-2024