გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ

24-01-2022

,,ოჰო, საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ეს ჩვენი ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ: არიქა, უკრაინა რუსეთის, უფრო სწორედ რუსეთისა აშშ-სა და დასავლეთის დაპირისპირებაზე აქვთ აზრები თურმე.” - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის ინიციატივას უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით. 


როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მათი ხელისუფლების დამსახურებით საქართველოს 20 % ოკუპირებულია. 


,,ოჰო, საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ეს ჩვენი ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ: არიქა, უკრაინა რუსეთის, უფრო სწორედ რუსეთისა აშშ-სა და დასავლეთის დაპირისპირებაზე აქვთ აზრები თურმე. აზრებიცაა და აზრებიც, თან თუ გავითვალისწინებთ, თავის დროზე რა "წარმატებით" იბრძოლეს ჯერ დიპლომატიურ ფრონტზე და მერე უშუალოდ საბრძილო მოქმედებების დროს რუსეთის წინააღმდეგ... 152 სოფელი დაკარგეს( თუმცა მათმა ბელადმა სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა), შემდეგ 20 % ოკუპაცია. ასე, რომ რადიკალების, ნაციონალების ყალბი გულისტკივილი მშვიდობის მისამართით ცოტა არ იყოს და ამორალურია” - წერს ნიკოლეიშვილი facebook -ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30