გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა 1 თვით გაგძელდება, ხოლო 50 წელს ზემოთ ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, 100 ლარის ოდენობით წახალისდებიან

25-01-2022

გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება 1 თვით. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, იმ ადამიანებსაც წახალისება გაუკეთდებათ, ოღონდ ამ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით, -  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 


გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ დამატებითი შეზღუდვები ამ მომენტისთვის არ წესდება.


„მოგეხსენებათ, ძალიან მომატებულია ინფიცირებულების რაოდენობა და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი ტესტირებას გადის სწორი მონაცემები მიუთითოს თავისი ტელეფონის ნომრის სახით, რათა არ გართულდეს მასთან შემდგომი დაკავშირების პროცესი", -  განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930