გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წელს აჭარაში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება გაიზარდა და ახალი პროგრამები დაინერგა

25-01-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით 2022 წლის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით 2022 წლის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების ეფექტიანობა და მოსახლეობისთვის სერვისის  ხელმისაწვდომობა.
2022 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა და 28 121 900 ლარს შეადგენს. გაიზარდა როგორც სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსება, ისე ბენეფიციართა რაოდენობა.


2022 წელს გაიზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება. ასევე, გაიზარდა ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება. 


2022 წელს პირველად, განხორციელდება ფსორიაზით დაავადებული პაციენტების მკურნალობა ბიოლოგიური მედიკამენტებით. წელს დაიწყო ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსება.


აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წელს გაიზარდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობა და თითოეული ოჯახი საცხოვრებელი ფართის შესაძენად მიიღებს 30 000 ლარს, ნაცვლად 25 000 ლარისა. ხოლო, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დაფინანსება გაიზარდა 5000 ლარით და 15 000 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20 000 ლარს.
შეხვედრაზე განიხილეს დასაქმების, სოციალური პროგრამების დაფინანსების და თანადაფინანსების მექანიზმები. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930