25-01-2022
„ამ პოლიციელებს დღეს არ ასცდება სამართლიანობის აღსრულება, მაგრამ - თუ ეს დანაშაული ისევე იყო პროვოცირებული, რა მაპროვოცირებელი გაშუქება და ინტერპრეტაციები მოჰყვა მას იმწამსვე - აი ამ სავარაუდო სპექტაკლში მონაწილე ახალგაზრდებს რა ეშველება, თორემ მათ უკან მყოფ ძალებს ქართულმა საზოგადოებამ რომ გამოუტანა განაჩენი, მათგან სხვას რაღას უნდა ვითხოვდეთ“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი, რომელიც ოპოზიციის გამართულ აქციებს ეხმიანება.
ექსპერტი 2004 წლის მოვლენებს იხსენებს, როგორ ეპყრობოდა მაშინდელი პოლიცია ახალგაზრდებს და პარალელს ავლენს დღევანდელობასთან. მისი თქმით 24 საათში მეტროპოლიტენში ჩადენილი ძალადობა გახსნილია, მისი ჩამდენი მოძალადე პოლიციელები დაკავებულები არიან და საკმაოდ მძიმე მუხლი აქვთ წაყენებული. ამ ფონზე წარმოუდგენელია, მაშინდელი რეჟიმის შემქმნელები და უშუალო მონაწილეები რის საფუძველზე ადანაშაულებენ დღევანდელ ხელისუფლებას.
„უცებ წარმოვიდგინე...ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფი გადაეყარა უსაზღვრო ძალაუფლებით და უდანაშაულობის შეგრძნებით შეპყრობილ საპატრულო ეკიპაჟს. სახლში მიდიოდნენ ყმაწვილები, დედებთან, მამებთან, დაიკოებთან, ძამიკოებთან, ბებიებთან და ბაბუებთან. მაგრამ მათთან მიმართებაში სულ სხვა გეგმები ჰქონდათ პოლიციელებს - კომპლექსურად და სისტემურად სხვა გეგმები. მათ მიწაზე დაყარეს ბიჭები, ზოგი უმოწყალოდ სცემეს, ზოგი ტაბელური იარაღით მოკლეს და ეგრევე, მყისიერად ჩართეს თავისი ოპერატიული აზროვნება - საკუთარი დანაშაულის "გაპრავების" მიზნით. ზოგმა ამ ბიჭების მიერ არჩადენილი დანაშაულის მოდელი შეიმუშავა, ზოგმა განყოფილებებიდან ნივთმტკიცებების სეიფებიდან მათთვის ჩასატენი იარაღი მოიტანა მკვლელობის ადგილას. პარალელურად პრეს/სამსახურმა გამოუშვა გადამღები ჯგუფი, რომ სათავისოდ "სწორი" დოკუმენტური კადრები გადაეღოთ ამ სისხლიანი "მხატვრული" ფილმის რეალური შინაარსის გადასაფარად. კი ბატონო, რა თქმა უნდა 2004 წლის 24 ნოემბრის ის მოვლენები გამახსენდა, რასაც მართლაც რომ კლასიკური, სისტემური, კორპორატიული, სისხლიანი რეჟიმის სავიზიტო ბარათად გადაქცეული დანაშაული ჰქვია. ის, რომ 24 საათში მეტროპოლიტენში ჩადენილი ძალადობა გახსნილი იყო, რომ მისი ჩამდენი მოძალადე პოლიციელები - დააკავეს და საკმაოდ მძიმე მუხლით წაუყენეს ბრალი, იმ ზემოაღნიშნული ეპიზოდის სცენარის ავტორები, დამდგმელი რეჟისორები და შემსრულებლები - დღეს მოქმედ ხელისუფლებას ან რა ნამუსით, ან რა "დემენციის" საფუძველზე ადანაშაულებენ იმაში, რამაც წალეკა მათ დროს წესიერება, ქართველობა, სამართალი და სიცოცხლით ტკბობის უფლება? ამ პოლიციელებს დღეს არ ასცდება სამართლიანობის აღსრულება, მაგრამ - თუ ეს დანაშაული ისევე იყო პროვოცირებული, რა მაპროვოცირებელი გაშუქება და ინტერპრეტაციები მოჰყვა მას იმწამსვე - აი ამ სავარაუდო სპექტაკლში მონაწილე ახალგაზრდებს რა ეშველება, თორემ მათ უკან მყოფ ძალებს ქართულმა საზოგადოებამ რომ გამოუტანა განაჩენი, მათგან სხვას რაღას უნდა ვითხოვდეთ. იმედია ეს მძიმე ინციდენტი ტრიგერის როლს ითამაშებს შსს-ს რიგებში მსგავსი სამარცხვინო კადრების დროულად გამოსავლენად. მთავარი კი ისაა - რომ ამ ხელისუფლების პირობებში, არსად და აღარასდროს არავის აზრადაც არ მოუვა სისხლიანი და სამარცხვინო სპექტაკლების დადგმა, საკუთარი სისტემური დანაშაულების გადასაფარად“- წერს ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024