გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: სამწუხაროა, რომ ამ თემით სასწრაფოდ მოხდა პოლიტიკური სპეკულაციები, იმ პარტიებისგან, რომელთა მმართველობის პერიოდში ძალის გადამეტება, ძალადობა, წამება, გაუპატიურება და მკვლელობა თითქმის ყოველდღიური იყო

25-01-2022

სამწუხაროა, რომ ამ თემით სასწრაფოდ მოხდა პოლიტიკური სპეკულაციები, იმ პოლიტიკური პარტიებისგან თუ სუბიექტებისგან, რომელთა მმართველობის პერიოდში ძალის გადამეტება თუ ძალადობა, წამების, ღირსების აყრის, გაუპატიურება და მკვლელობა თითქმის ყოველდღიური დღის წესრიგი გახლდათ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ოპოზიციის აქციებს ეხმიანება.


როგორც ექსპერტი აღნიშნავს, 7 ნოემბრის საშინელი ძალადობის ვიდეო კადრები მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი.მისივე თქმით, ხელისუფლება იცავს და დაიცავს ადამიანის უფლებებს და მსგავს გადაცდომებსა თუ დანაშაულებს უმკაცრეს პასუხს გასცემს. შშმ პირის ცემის ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვა - ორივე მოძალადე დაკავებულიცაა და კანონის წინაშეც აგებენ პასუხს.


„გუშინ მართლაც, საშინელი ფაქტი მოხდა, საშინელი იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი რამის ყურებას მართლაც ყველა გადაეჩვია. ხელისუფლებაც და “ქართული ოცნება” იცავს და დაიცავს ადამიანის უფლებებს და მსგავს გადაცდომებსა თუ დანაშაულებს უმკაცრეს პასუხს გასცემს. სწორედ, რომ ამ ფაქტს სათანადო რეაგირებაც მოჰყვა; ორივე მოძალადე დაკავებულიცაა და კანონის წინაშეც აგებენ პასუხს. თუმცა, რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ თემით სასწრაფოდ მოხდა პოლიტიკური სპეკულაციები, იმ პოლიტიკური პარტიებისგან თუ სუბიექტებისგან, რომელთა მმართველობის პერიოდში ძალის გადამეტება თუ ძალადობა, წამების, ღირსების აყრის, გაუპატიურება და მკვლელობა თითქმის ყოველდღიური დღის წესრიგი გახლდათ. ელემენტარულად გავიხსენოთ, მათი ბელად სააკაშვილს, მრავალ ბრალდებათა შორის 7 ნოემბრის საქმეზეც ედავებიან, და რომლის სასამართლო პროცესზე სულაც არ გამოცხადდა, და ამჯერად კუთვნილ საკანში დაემალა მართლმსაჯულებას, დროებით რასაკვირველია. არა და 7 ნოემბრის საშინელი ძალადობის ვიდეო კადრები მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930